შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებას ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში და თავში ირტყამდეს"- ჩარკვიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2019

„ჩვენ თავად ვაპირებთ პერმანენტული აქციების დაწყებას, მოთხოვნით - ჩატარდეს არჩევნები პროპორიცული სისტემით. ეს არის ჩვენი პარტიის „კანონი და სამართლის“ ძირითადი მოთხოვნა, რათა საქართველოში არჩევნები საერთოდ ფიქციად არ იქცეს“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტეტსო აქციებს, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყება.

„ხელისუფლებამ რა გამარჯვებაზე უნდა ილაპარკოს... ვინ მოიგო, ვინ წააგო, რაზეა ლაპარაკი... იმ პირობებში, რა პიროებებიც ხელისუფლებამ ეს არჩევნები ჩაატარა, მათ შორის ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა ხმების 43% მაინც აიცო. ამის შემხედვარე ხელისუფლებას ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში და თავში ირტყამდეს. 

„დროზე  უნდა მივხედოთ საქმეს, ვიდრე ქვეყანაში არჩევნები ფიქციად არ ქცეულა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ პერმანენტული აქციების დაწყებას, მოთხოვნით - არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. მალე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ.

„ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიანია, ეს ფაქტია და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ეს ერთობა შენარჩუნდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია