შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" სააკაშვილს არც ბიზნესები ჰქონდა, არც ფული, მაგრამ დაემორჩილა მსოფლიო წესრიგს"- გელბახიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2019

პარლამენტის ყოფილმა წევრმა,ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტვ "კავკასიის" ეთერში არჩევნბის შედეგებზე, მიხეილ სააკაშვილზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" ისაუბრა:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 43 პროცენტამდე ხმა მიიღო,მართალია დამარცხდა,მაგრამ ასე ნუ ვიტყვით. ეს რა ცოტაა? ღირსეული ხმებია, ამ პირობებში ამდენი ხმების მიღება, ეს იცით რას ნიშნავს? ვიღაც ქოცების ლიდერმა თქვა დღეს,აი ხომ ხედავთ დაიშალა „ნაციონალური მოძრაობაო“, ვაი თქვენს პატრონს,რა დაიშალა, ერთ-ერთი ორგანიზებული პოლიტიკური პარტიაა, რაც ვნახეთ არჩევნებზე. პირზე თქვენ ხართ, ერთი დატკაცუნება უნდა დასავლეთს და დაშლილები ხართ.

მე გეტყვით, ბიძია თომა ჩამოვა, მივა შუშის სასახლეში და ეტყვის იმ კაცს ხვალიდან შენ უნდა წახვიდეო, ბიძია თომა ამერიკელია,ის მიშასთანაც ჩამოვიდა და უთხრა გადააბარე ხელისუფლება მშვიდობიანად და დარჩები ხელუხლებელი,არადა შენ თავს მოკითხე  პასუხი. სააკაშვილს არც ბიზნესები ჰქონდა, არც ფული ჰქონდა, არც ოფშორები და არც ქონება საზღვარგარეთ , მაგრამ დაემორჩილა მსოფლიო წესრიგს.აქ ვიღაცეებს დიდი ქონება აქვთ და ვინც არ დაემორჩილება, აგერ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი აფრიკული ქვეყნების"- განაცხადა გელბახიანმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია