სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ამერიკული არმიის ოფიცერი გახდა [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2019
საზეიმო ღონისძიება კონექტიკუტის შტატში, ქალაქ New Haven-ში 21 მაისს გაიმართა.„ვიქნები ქვეითთა ოცმეთაური. 27 ოქტომბრამდე ფორტ ბენინგში ქვეითთა ოფიცერთა გადამზადების კურსს გავივლი, შემდეგ რეინჯერთა სკოლას დავამთავრებ, ამის შემდეგ გამამწესებენ ბაზაზე“, – ამბობს გიორგი ჩილინგარაშვილი.როგორც თავად ამბობს, სამხედრო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ამერიკულ ჯარში რიგით მეხუთე ქართველი ოფიცერია. ახალციხელი გიორგი ჩილინგარაშვილი ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს. უნივერსიტეტი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით რამდენიმე თვის წინ დაამთავრა. გიორგის მსგავსად მისი ძმაც ამერიკის ჯარში მსახურობს.ამავე თემაზე ნახეთ სტატია: ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია