კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პაატა გურგენიძეს საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფის წოდება მიანიჭეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2019
ჟინვალში გამართულ ქორეოგრაფიულ საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლს - „ყველაწმინდა 2“- სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭეს.



როგორც ჩვენთან საუბარში ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის და ქართული ეროვნული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „გურჯაანის“ დირექტორმა, პაატა გურგენიძემ აღნიშნა, ფესტივალს კონკურსის ფორმა ჰქონდა.
„ფესტივალზე გვყავდა ბავშვთა ანსამბლი „ყველაწმინდა 2“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭეს. კახეთიდან სხვებიც იყვნენ, ხოლო გურჯაანიდან მარტო ჩვენ ვიყავით მიწვეულები. ამის შემდეგ მოხდა იგივე ფესტივალის გაგრძელება წყალტუბოში, სადაც სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არავინ არ ველოდებოდით, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფის წოდება მომანიჭეს. გადმომცეს შესაბამისი სერტიფიკატი. ჩვენს ახალგაზრდა ქორეოგრაფს დათო ტორიაშვილს კი გადასცეს სიგელი ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.“

პაატა გურგენიძის თქმით, მომავალში კიდევ ბევრი გეგმა აქვთ. ანსამბლების ნაკრები ჯერ ამერიკაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში მიემგზავრება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია