სამცხე-ჯავახეთი
სოფელი მთაში [ფოტო]
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 მაისი 2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიქინეთი ცენტრალური გზიდან შვიდი კილომეტრით არის დაშორებული. სოფელ წახნამდე ასფალტის გზაა, შემდეგ წახანწყაროსა და ქიქინეთის გზის შესაყართან საშინელი გზა იწყება. ოთხი კილომეტრის გავლას ხუთი წუთის ნაცვლად ოცი წუთი უნდები, თუმცა ირგვლივ ისეთი ლამაზია ყველაფერი, ოღროჩოღრო გზაც გავიწყდება. ეს ჩვენთვის, ხოლო მათ ვისაც ყოველდღიურად უწევს ამ მანძილის გავლა ძნელია ბუნების სილამაზეზე და აქაურობის ეგზოტიკაზე გაუმახვილო ყურადღება. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს სოფელში სიით 50 კომლი ირიცხება, მაგრამ ზოგი აჭარაში ცხოვრობს. ამომრჩეველი 135 ადამიანია. ცხრა ოჯახი აჭარიდან არის გადმოსული. ქიქინეთში მცხოვრებლებს დიდი შრომა უწევთ მიწების დასამუშავებლად, საქონლის მოსავლელად თუ ოჯახების მისახედად. აქაურები ამბობენ რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდებათ – უნდათ გზა, უნდათ სასმელი წყალი, საბავშვო ბაღი. შუბითიძეები