გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

7 წლიანი პატიმრობა 3 ომგამოვლილ ჯარისკაცს, რომელიც ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაასამართლეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, უფროსი ლეიტენატი, ხვიჩა შარაშენიძე რომელიც რამდენიმე თვის წინ ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩასმულმა პირმა სახლიდან ისე გაიყვანა, რომ არც კონკრეტული მიზეზი აუხსნიათ მისთვის და არც ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა, 7 საათის განმავლობაში, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსმართლის გადაწყვეტილებით 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

სამხედრო, რომელსაც პროკურატურა გაუპატიურების მცდელობაზე ედავებოდა, მიუხედავად არარსებული მტკიცებულებებისა, დამნაშავედ სცნეს. დღეს გამართულ პროცესზე წერს ხვიჩა შარაშენიძის და, ნათია შარაშენიძე, რომელიც პროკურატურას საქმის შეკერვაში ეადანაშაულებს, მოსამართლეს კი, მათი დავალების უპირობოდ შესრულებაში:

"მოსამართლე მაია კვირიკაშვილი განაჩენს კი არ კითხულობდა, ხმა ჩავარდნილი იჯდა და ჩურჩულებდა, ისე რომ დარბაზში მყოფებს არაფერი გვესმოდა. ეხლა რაც შეეხება საქმეს და ამ ხნის განმავლობაში ვიყავი ჩუმად, რომ ჩემი აქტიურობით ხელი არ შემეშალა საქმისთვის, თუმცა ეხლა გეტყვით:

ამ კონკრეტულ საქმეში დევს წინა წლის დოკუმენტები, ანუ გაყალბებული საბუთები დევს, რომელიც საერთოდ არაა შემხებლობაში ამ საქმესთან და გამოყენებულია როგორც მტკიცებულება და მოსამართლემ ეს ყალბი, წინა წლის დოკუმენტები მიიჩნია მტკიცებულებად და 7 წელი მიუსაჯა ქვეყნის დამცველ ჯარისკაცს, გამაოგნებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის ახსნის საფუძველიც, რომელიც ასევე მოკლებული იყო სამართალს და მტკიცებულებებს, მოსამართლემ თქვა ასეთი რამ, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს მტკიცებულებები, მან ვერ დაინახა მიზეზი, რატომ უნდა დაებრალებინა ცაგურიშვილს შარაშენიძესთვის ასეთი ქმედება, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განმარტება, ანუ აღარაა თურმე საჭირო მტკიცებულებები, ჯერ აქედან ჩანს მარტო, რომ დაკვეთა იყო და შეასრულა, უსუსური ახსნით შეეცადა გადაწყვეტილების სისწორე გაემართლებინა. ეხლა რაც შეეხება საქმეს: საქმეში დევს ორი ყალბი დოკუმენტი " სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათები" რომელიც ერთი არის 2016 წ. და მეორე არის 2013 წ. აი ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ჩვენ წინა წლების საბუთით გაასამართლეს ადამიანი, სამხედრო, ოფიცერი, ამ ქვეყნის ჯარისკაცი რომელმაც 3 ომი გამოიარა და ქვეყნის ღირსების დაცვას შეალია წლები. იხილეთ ეს სამარცხვინოობა. 2013წ. საბუთი ძალიან ძველია, ამდენი გადაღებისგან ტექსტის გარჩევა ჭირს, თუმცა ახლოდან უფრო კარგად იკითხება თარიღი, დრო და ადგილი. აი ასეთი სამართალია ქვეყანაში. დამხობილი მართლმსაჯულება"-წერს ნათია შარაშენიძე.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია