სამცხე-ჯავახეთი
შსს: ახალქალაქში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დავაკავეთ
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
24 მაისი 2019
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ახალქალაქში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ახალქალაქში კ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.27 წლის კაცი ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, დღეს, 24 მაისს დაახლოებით 14:00 საათზე აიყვანეს. [sknews.ge]