მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინაში ჩასვლა გადაწყვიტა, ამის შესახებ unn.com.ua საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მოსალოდნელია, რომ სააკაშვილი უკრაინაში 29 მაის ჩაფრინდება.
შეგახსენებთ, უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას უკვე მიმართა. სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონო გადაწყვეტილებად და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირად შურისძიებად მიიჩნევს. უკრაინაში ჩასვლა სააკაშვილს 2021 წლამდე აქვს აკრძალული.