გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როცა მთავრობა ფხიზელი უფრო საშიში ხდება..."- ფანჯიკიძე დავით გარეჯზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019
ფსიქლოგი ნათია ფანჯიკიძე დავითგარეჯთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ღვაწლსაც შეეხო:

"დიდი ხანია ჯგუფურ, ან რომელიმე გუნდის თუ საზოგადოების ნდობას არაფრად არ ვცნობ, ცალკეულ ინდივიდებს ვენდობი გამორჩევით. მამა კირიონს ვიცნობ და ვიცი, უკვე რამდენი წელია ამაგრებს მისთვის უწმინდეს ადგილს, რომ როცა მთავრობას სძინავს, მაშინ არ მოგვპაროს ვინმემ, ან როცა მთავრობა ფხიზელი უფრო საშიში ხდება არაკომპეტენტურობის გამო, ვიდრე მძინარე, მაშინ არ წაგვართვას

ვინმემ. აგერ ახლაც, ერთი არასწორი, უხეში შეხება თემასთან და დაიძრა სახიფათო მეწყერი. ჩემი გულისტკივილი და სოლიდარობა მამა კირიონს, რადგან ვიცი, ერთერთია იმ მცირეთაგან, ვისაც საზეპიროდ არა აქვს ქვეყნის სიყვარული და ვიცი, გული აქვს ნაფლეთებად ქცეული ახლა. ოღონდ მტკიცედ მწამს, მისი ეს ნამდვილი სიყვარული და ერთგულება 
ასევე დაგაინტერესებთ
შესმენილი იქნება და იგივე ბედი არ ეწევა გარეჯს, რასაც ჩვენივე ხელით ვმართებთ ხშირად საკუთარ კულტურას. გარეჯს ეს ერთი კაცი მაინც ჰყავს, ნამდვილად შეყვარებული. აზერბაიჯანი არასდროს ყოფილა ქრისტიანული ქვეყანა, ვერაფრით იქნებოდა ქრისტიანული კულტურის ძეგლი მათი, მაგრამ ასე რომ მოსწონთ, აშკარაა, ჩვენი შექმნილის ფასი ჩვენზე მეტად სცოდნიათ, აღიარებაა ერთგვარი. იმედი მაქვს, ქვეყნებს შორის მეგობრობის გამოცდილება შეგვაძლებინებს მოლაპარაკებას", - წერს ნათია ფანჟიკიძე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია