შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკრებულოს დეპუტატმა ზოია ბალიაშვილმა განათლების კომისია დატოვა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019
საკრებულოს დეპუტატმა, ზოია ბალიაშვილმა, რომელიც ამავე დროს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგია, განათლების კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. საკითხი 27 მაისის საკრებულოს სხოდმაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს. ახალციხის საკრებულოში ზოია ბალიაშვილი ორი კომისიის წევრი იყო. სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან წავიდა, თუმცა იგი საკრებულო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობაშიც რჩება. „ზოია ბალიაშვილმა განცხადებით მიმართა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას. ის ტოვებს სოციალურ კომისიას და რჩება მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში“, - განმარტეს სხდომაზე. რატომ დატოვა განათლების კომისია, ამის შესახებ ზოია ბალიაშვილმა, არც სხდომაზე განმარტა და არც „სამხრეთის კარიბჭესთან“ გააკეთა კომენტარი: „თქვენთან არაფერზე ვაპირებ პასუხის გაცემას. ხომ მოისმინეთ [სხდომაზე] ეგ იყო, რაც იყო“. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია