გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს გორში, სეტყვისგან დაზარალებულებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ამის შესახებ შეთანხმება მინისტრსა და მოსახლეობას შორის გუშინ შეხვედრის დასრულებისას შედგა. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია სეტყვისგან დაზარალებულებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაგრძელდეს. ერთსაათიანი შეხვედრა კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა. მოსახლეობა ერთჯერად დახმარებას ითხოვდა, თუმცა მინისტრის შეთავაზებები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და