შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველამ აკეთეთ განცხადებები, აიღეთ ინიციატივებიც, ოღონდ ნუ გაჩერდებით"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019

ქუთაისში “ენმ"-ს საქალაქო ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა. ყრილობას გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და სხვა ლიდერები დაესწრნენ. ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბესო ბრეგაძე, ხოლო მოადგილედ გიგა შუშანია აირჩიეს. დღესვე, ელექტრონული კენჭისყრით აირჩა ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭო. შეხვედრას სკაიპით ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ყველამ აკეთეთ განცხადებები, აიღეთ ინიციატივებიც, ოღონდ ნუ გაჩერდებით. მთავარია წავიდეთ წინ და შევერკინოთ მათ ამ ბრძოლაში. ვიღაცას რაღაც პრობლემა შეექმნება, მაგრამ მერე რა. რას ვეჭვიანობთ და რას ვიყოფთ, ჯერჯერობით არაფერი არ გვიჭირავს ხელში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია