სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში 2 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი აიღეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 მაისი 2019
ჩემპიონატი თბილისში, 25–26 მაისს გაიმართა. შეჯიბრში ქვეყნის მასშტაბით 12 კიკბოქსინგის კლუბის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.ახალციხელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე ორი პირველი ადგილი, ოთხი მეორე და ორიც მესამე ადგილი მოიპოვეს.პირველი ადგილი ლუკა შერგელაშვილმა და სანველ კაზარიანმა აიღეს. მეორე ადგილი სეთრაქ კარაპეტიანმა, ხორენ კარაპეტიანმა, თემური მაისურაძემ და გიორგი ნანობაშვილმა აიღეს, ხოლო მესამე ადგილზე სტეფანე აკოფიანი და რაფულ ადამიანი გავიდნენ.პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს მედლები გადაეცათ, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს სერტიფიკატები.„ამ ბავშვებს ერთი წელია ვავარჯიშებ და უკვე ბევრ შეჯიბრში მოიპოვეს წარმატება“,– ამბობს სპორტსმენების მწვრთნელი გელა კახიშვილი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია