შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქი–ნინოწმინდის დეპუტატი „ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი ამბობს, რომ მას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დაურეკა და დაემუქრა, რომ „მალე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან ["ნაციონალები"] და საქმე ცუდად ექნება“.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2018
ახალქალაქში, ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შემდეგ, რაშიც ენზელ მკოიანის ძმასა და შვილს ადანაშაულებენ, დეპუტატი ოპოზციის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა. „გიორგი ვაშაძემ დამირეკა და დამემუქრა – ყველა შემთხვევაში მოვალთ ხელისუფლებაში და გირჩევნია პასუხი აგო, ჩვენ რომ მოვალთ, საქმე ცუდად გექნებაო, მოგიხსნით იმუნიტეტს და ჩაგაჯენთ ციხეშიო. შენი სახე შეინარჩუნე, დატოვე მანდატი და ჩაბარდი სამართლადამცავებსო. მე ვუთხარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული თუ მაქვს ჩადენილი, მანდატის მოხსნას პარლამენტი გადაწყვეტს–მეთქი“ – ყვება მკოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში. გიორგი ვაშაძე მკოიანთან კომუნიკაციას ადასტურებს, თუმცა მუქარას კატეგორიულად უარყოფს: „მკოიანს გავუგზავნე აუდიო ჩანაწერი, რადგან ზარებზე არ მპასუხობდა. იგი „ნაციონალების“ ოფისთან მისი ძმის დაკარგული საფულის გადაცემას ითხოვდა და ჩვენს თანაგუნდელებს ემუქრებოდა. მანდატის მოხსნაზე მე ვუთხარი, რომ ამ დანაშაულისთვის იცოდე, რომ გეკუთვნის იმუნიტეტის შეჩერება და შემდეგ მანდატის დატოვებაც–თქო, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“. გიორგი ვაშაძე „სამხრეთის კარბიჭესთან“ ამბობს, რომ აუდიოს გაგზავნის შემდეგ მკოიანი მას ტელეფონით დაუკავშირდა: „აგრესიული იყო, მე ვუთხარი, რომ კანონის შესაბამისად მოქცეულიყო, პირიქით, მუქარასმისი მხრიდან ჰქონდა ადგილი. ანგარიშსწორებაზე იმიტომ საუბრობს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ცდილობს თავი დაიცვას“. ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, ენმ–ს ოფისთან, თავდასხმის ადგილზე, ადგილობრივმა გრიგორ ბარცეღიანმა საფულე იპოვა, რომელშიც მარტუნ მკოიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობდა იდო. ამავე საფულეში, როგორც ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია, ამბობს, იდო ფურცელი, ამ ფურცელზე კი ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის აშოტ რაისიანის მანქანის ნომერი ეწერა. თავდამსხმელები კი პირველი, როგორც მელია ამბობს, სწორედ რაისიანს გაუსწორდნენ. მეორე დღეს, მარტუნ მკოიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" დაადასტურა, რომ საფულე ნამდვილად მისია და ფურცელზე აშოტ რაისიანის მაქანის ნომერიც თავად დაწერა: "ის მანქანა, რომლის ნომერიც ფურცელზე მეწერა, წინა ღამეს ჩემ ოთხივე "კალონკაზე" დაფიქსირა ვიდეო თვალმა. ისინი სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს ხევდნენ, თან იგინებოდნენ, ვინც ამას მისცეს ხმაო. მინდოდა მეკითხა აშოტ რაისიანისთვის, ეს რატომ გააკეთა და ბოდიშიც მოეხადა. ამას მოჰყვა დაპირისპირება".[ავთო ინასარიძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია