გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააკაშვილის პარტია უკრაინის რადას არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამავე პარტიის წევრმა დავით საყვარელიძემ განაცხადა. საყვარელიძის თქმით, პარტიას უკვე აქვს საკუთარი პროექტები, რომლის განხორციელებაც სურს.

სააკაშვილი კიევში დღეს ჩავა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ბორისპოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ვარშავიდან ჩაფრინდება.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კი გუშინ მოქალაქეობა აღუდგინა. ცნობისთვის, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

2020news.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია