შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ“, "სამართლიანმა არჩევნებმა“ და „მრავალეროვანმა საქრთველომ“ კენჭისყრის დღეს სამცხე–ჯავახეთში 19 საჩივარი დაწერეს.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2018
სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი საჩივარი რეგიონში „რავალეროვანმა საქართველომ“ დაწერა. მან სხვადასხვა უბანზე სულ ცხრა დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის ორი ნინოწმინდაში და შვიდი ახალქალაქში. აქედან ნინოწმინდაში ერთი საჩივარი სრულად დაუკმაყოფილეს, მეორე ნაწილობრივ. რაც შეეხება ახალქალაქს კომისიამ აქ სამი საჩივარი დააკმაყოფილა. „წინა საარჩევნოდაც და არჩევნების დღესაც ოლქებთან კარგად ვთანამშრომლობდით და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, საოლქოების მხრიდან ოპერატიულად ხდებოდა რეაგირება“, – ამბობს „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ბასილაშვილი. მისგან განსხვავებით, საოლქო კომისიების მუშაობას არაჯეროვნად აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი: „მაგალითად, ახალციხეში ჩვენი საჩივარი, რომლის მიხედვითაც, გადასატანი ყუთი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალით დაჰქონდათ, არ განიხილეს, მიზეზად კი ის თქვეს, რომ საჩივარში ზუსტად არ გვქონდა მითითებული აგიტაციის დრო. არადა ვიდემტკიცებულება გვქონდა წარდგენილი, რომელშიც გარკვევით ჩანდნენ კომისიის წევრები, ასევე მანქანის ნომერი და ის, რომ მანქანაზე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა იყო დაკრული“. სიას ახალციხეში მხოლოდ ერთი საჩივარი ჰქოდნა წარდგენილი, ბორჯომში კი მან ორი საჩივარი დაწერა. აქედან ერთი დაკმაყოფილდა, ერთი კი არა. წელს თითქმის ყველა ოლქში, კომისიის წევრებმა დარღვევებთან დაკავშირებით საუბნო კომისიების წევრების ახსნა განმარტებები გაიზიარეს, შესაბამისად საჩივრებში წარმოადგენილი დარღვევები რეაგირების გარეშე დატოვეს. „ საარჩევნო კოდექსში ახსნა–განმარტებებს იურიდიული ძალი მიენიჭა, ასე საოლქოებს საქმე გაუადვილა და ზედაპირულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, თუ უბანზე მომხდარ დარღვევაზე საჩივარს ვწერთ, ამას შემდეგ თავმჯდომარე, ან ის პირი ვის მიმართაც ფიქსირდება დარღვევა, ახსნა–განმარტებას წერს და აქ მთავრდება იმ დარღვევის აღმოფხვრა. საოლქო კომისიები იმ უბნებზე აღარ ითვლიან ხელახლა ხმებს და აღარ იკვლევენ პრობლმეას სიღრმისეულად. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამაზე და შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი. ახსნა–განმარტებები რომ არ უნდა იყოს გამოსავალი ამაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ბიბილეიშვილიც: „სამართალდამრღვევებს დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ახსნა–განმარტებებით ცესკომ „გააპრავა“ დარღვევები. ელემენტარული საყვედური მაინც უნდა გამოუცხადონ დამრღვევებს“. „სმართლიანმა არჩევნებმა“ სამი საჩივარი ახალქლაქში, ხოლო ოთხი ახალციხის სარჩევნო ოლქში ჰქონდა დაწერილი. ყველა მათგანი შემაჯამებელ ოქმებს ეხებოდა. ახალქლაქის საოლქოს აღნიშნულზე ჯერ არ უმსჯელია, ახალციხემ კი ერთი განუხილველად დატოვა და სამი არ დააკმაყოფილა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია