შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობაში 11 მინისტრიდან 6 დეკლარირებული მილიონერია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2019

სიღარიბით სავსე ქვეყანაში მთავრობის წევრები დეკლარირებული მილიონერები არიან. 

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 11 მინისტრიდან 6 ოფიციალური მილიონერია. 

ეს მხოლოდ მათი დეკლარირებული ქონება და შემოსავლებია, რომლის მიღმაც მინისტრებს აქვთ არაკანონიერი ქონებაც, რომელსაც ისინი საგულდაგულოდ მალავენ.

როგორ ახერხებენ მინისტრები და თანამდებობის პირები მილიონობით ღირებულების ქონების დაგროვებას იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა?

მილიონერი მინისტრების სია...

ლევან იზორია (საქ. თავდაცვის მინისტრი) -  ფლობს 1, 456,990 ლარის ქონებას.

გიორგი გახარიას (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი) ქონება კი, - 1,650,084 ლარია.

მდიდარია მაია ცქიტიშვილიც - (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი). მისი ქონების ჯამი 3,807,903 ლარია.

მილიონერია ნათია თურნავაც (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი), რომლის ოჯახის ქონება  1,100,000 ლარია.

მდიდარ მინისტრებს არც ივანე მაჭავარიანი (ფინანსთა მინისტრი) ჩამოუვარდება. მაჭავარიანი 1, 950, 218 ლარის ქონების მფლობელია.

ქეთევან ციხელაშვილი კი (სახ. მინისტრი შერიგების და თანასწორობის საკითხებში) ერთგვარი რეკორდსმენია – 3,005,860 ლარით.

სამაგიეროდ, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქვეყანას უღარიბესი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. 

მამუკა ბახტაძის სახელზე ნაჩუქარი სახლი, ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და 28 ათას 330 ლარი და 64 თეთრი ირიცხება.

მთავრობაში, ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, შედარებით ღარიბია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომლის დეკლალირებული ქონების ჯამი 85 ათას 570 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ დეკლარირებული ქონებაა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მინისტრებს თავად აქვთ მითითებული. 

რაც შეეხება მათ რეალურ ქონებასა და შემოსავლებს, ის დეკლარირებულ ქონებაზე ბევრად, ბევრად მეტია.

წყარო: პრესა.ჯი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია