შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2019
ახალციხეში, მეხუთე სკოლაში პირველკლასელებისათვის ანბანის გაცილების ღონისძიება 27 მაისს გაიმართა.თეთრ პერანგებსა და წითელ ყელსახვევებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ღონისძიებაზე პატრიოტული ლექსები წაიკითხეს.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თეთრ პერანგზე წითელი ყელსახვევი, მიუხედავად სხვა ჩანაფიქრისა, საბჭოთა რეჟიმის სიმბოლიკაა.„ძალიან მიმსგავსებულია კომუნისტურ სიმბოლიკასთან, რაც აკრძალულია კანონით თავისუფლების ქარტიის შესახებ. ეს აშკარად გავს იმ მოსწავლის ჩასაცმელს, რაც საბჭოთა კავშირში იყო“, – განმარტავს გოცირიძე.მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანონის დარღვევაზე ვეღარ ვისაუბრებთ, რადგან ბავშვებს ღონისძიება უკვე ჰქონდათ და ის ყელსახვევები აღარ უკეთიათ.კლასის დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და ამ ღონისძიებას გარდა „ანბანის გაცილებისა“, სხვა დატვირთვა არ ჰქონდა.„აზრადაც არ მოგვსვლია ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა პეპლები და ფართუკები რომ არ მოუხდებოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ“, – განმარტავს დამრიგებელი.იგივეს აცხადებენ პირველკლასელების მშობლებიც.„ყელსახვევები იმიტომ ავირჩიეთ, რომ არ აქვს ყველას საშუალება რომ შეიკერონ პიჯაკები. თეთრი მაისურები ყველას ჰქონდა, წითელი ფარდა კი მაღაზიაში ვიყიდეთ. ჩვენ, მშობლები ის თაობა ვართ, რომ საერთოდ არ ვიცით ვინ იყვნენ პიონერები“, – ამბობს მშობელი ხათუნა გელაშვილი.მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე ამბობს, რომ ამ თემით აპელირება სისულელეა:„რა პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება დროშის ფერებში იყვნენ გამოწყობილები. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძიება ჩაატარეს. როგორ კაშნეს და ბენდენას მოიხვევდნენ ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა ცმოდათ ეს ვიცოდი“, – ამბობს ვარდიძე.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია