გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არასდროს გამოვიმუშავებ ფულს პოლიტიკით"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მაისი 2019

უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ არასდროს იქნება შეთქმულებაში არც ერთ ოლიგარქთან და არასდროს გამოიმუშავებს ფულს პოლიტიკით. ამის შესახებ მან უკრაინული ტელეარხ Наш-ის ეთერში განაცხადა.

“მე განსხვავებულ უკრაინაში ჩამოვედი. სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ გვეგონა, რომ ძველი სახეები მუდმივად იქნებოდნენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში. საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

უკრაინაში მოხდა ელექტორალური რევოლუცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტი დამოუკიდებელია გავლენებისგან და ხალხის გარდა არავის მისცემს საშუალებას მას წესები უკარნახოს. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ მის წარმატებაში. უკრაინამ უნდა გააკეთოს ნახტომი.

ცვლილებები ქვეყანაში უნდა მოხდეს ძალიან მოკლე დროში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტრადიციაზე, თითქოს პოლიტიკა მომგებიანი ბიზნესია. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე თანამდებობის დაკავებით და არც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. არ მინდა კაბინეტში ჯდომა, თუმცა მზად ვარ ამ გუნდს, მათ ახალ იდეებს დავუჭირო მხარი. ჩემს პრინციპებს არც ამჯერად ვუღალატებ.

არასდროს ვიქნები შეთქმულებაში არც ერთ ოლიგარქთან და არასდროს გამოვიმუშავებ ფულს პოლიტიკით. მე ვიცი რაც ხდება ახლა საქართველოში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთშიც კი. ეს ქვეყნები დღეს იმედით უყურებენ უკრაინას,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია