სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხი პაციენტი ამ დრომდე თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩება. მათი მკურნალი ექიმი ბუბა შალამბერიძე ამბობს, რომ ოთხივე მათგანის გაწერა უკვე შესაძლებელია.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2018
„პაციენტები ჯერ კიდევ კლინიკაში არიან. მათი ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, ჩატრაებული კვლევებით მკურნალობის ფონზე, რაიმე გართულება, რაც ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს არ გვაქვს, თუმცა, ჯერ ჯერობით სტაციონარში არიან. ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სტაციონარიდან გადავიდნენ. აქვთ რაღაც რაღაც ჩივილები და სჭორდებათ მეთვალყურეობა, ოღონდ არა სტაციონარში. ანუ შესაძლებელია ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელონ კურნალობა“, – უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო საუბრში ბუბა შალამბერიძემ. ოთხიდან ერთ–ერთი დაშავებული ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ იგი თავს ცუდად გრძნობს და ამიტომ კლინიკაში დარჩენას ამჯობინებს: „კარგად ნამდვილად ვერ ვგრძნობ თავს, სიცხე მაქვს, თავი მტკივა, ცუდი მდგომარეობაში ვარ. ცუდად არიან მიხეილი და აბრაამიც“. კლინიკიდან გაწერის რეკომენდაციას არ იძლევა ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ თოიძე. მისი თქმით, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს: "ნევროლოგიური სიმპტომატიკა შესაბამისია იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელიც ვითარდება მწვავე, მძიმე ტრავმის შემდეგ. მათ აქვთ ჩივილები - გულისრევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, მცირე ნევროლოგიური სიმპტომატიკა და ვთვლი, რომ ასეთი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. სად იქნება ეს მეთვალყურეობა - რასაკვირველია, შეიძლება დავიწყოთ სტაციონარიდან და დავამთავროთ მინდვრით. შეიძლება ველზეც გვყავდეს ასეთი პაციენტი, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობა საჭიროა. მე რომ მკურნალი ექიმი ვყოფილიყავი, მათი გაწერის რეკომენდაციას არ გავცემდი, მაგრამ არსებობს რეგულაციები, რომლებიც ექიმს აიძულებს დაამთავროს ურგენტული პერიოდისთვის ღონისძიებების გატარება და გადავიდეს შემდგომ პერიოდზე", – ამბობს თოიძე. შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თბილისში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შედაგად ოთხი დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის აბრამ აბრაამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამიტომ ახალქალაქის საავადმყოფომ მისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა და თბილისში გადაიყვანა. გვიან ღამით კი საკუთარი სურვილით თბილისში კერძო კატასტროფის ცენტრმა სამი დაშავებულიც გადაიყვანა. ახალქალაქის საავამდყოფოს მენეჯერი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს თბილისში გადაყვანა არ სჭრიდებოდა, რადგან ადგილზე სამივე დაშავებულის სამკურნალოდ ყველა რესურსი გააჩნდათ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია