გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როდის აღიარებთ რომ მავნებელი ხელისუფლება ხართ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრს უსმენენ, ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ მამუკა ბახტაძეს რიტორიკული კითხვა დაუსვა:

"ამ დარბაზში თქვენს წინამორბედს თქვენმა ერთერთმა ლიდერმა, ფრაქციის თავმჯდომარემ დაუსვა კითხვა თუ არის განსაზღვრული ის მიჯნა, რომლის ქვემოთაც ლარი აღარ გამყარდებაო. ლარი ალბათ იცით, რომ გაუფასურების პიკზე არის. ამ გაუფასურებულ ვალუტაში ინახავთ ჩვენი მოქალაქეებისგან იძულებით ამოღებულ ფულს, რომელიც თურმე თქვენ უკეთესად იცით სად წაიღოთ. ამ დროს საინვესტიციო საბჭოც არ არის შექმნილი, რომელმაც უნდა დააბანდოს ეს თანხა. პარალელურად 700 ათასზე მეტ სესხზე ჩვენს მოქალაქეებს უთხარით უარი,შეუზღუდეთ წვდომა ფინანსებზე, იმიტომ რომ თქვენ უკეთ იცით თურმე როგორ დაგეგმონ მათ თავიანთი ოჯახი და თავიანთი ბიუჯეტი. თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა, თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ლარი გაუფასურების პიკზე არის და მართლა სად არის ის ქვედა ზღვარი, რომლის მერეც აღიარებთ, რომ ხართ მავნებელი და არაკომპეტენტური ხელისუფლება."- განაცხადა კახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია