შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი”-მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

 

(ფაქტები.გე) “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა.

 

“ბატონი დავით კირკიტაძე გათავისუფლდა, როგორც მაცნობეს. მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ, უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს.

გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია