შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასური საგრძნობლად იზრდება!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ორე­ტა­პი­ა­ნად გარ­დაქ­მნა, მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდას იწ­ვევს. ასე­ვე, იც­ვლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თე­ბი.

შს სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბა ხდე­ბა 20 ლარი, ნაც­ვლად 40 ლა­რი­სა. ამას­თან, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პის სა­ფა­სუ­რი დგინ­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად.

„B“ კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ველ ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის სა­ფა­სუ­რია - 40 ლარი, მე­ო­რე ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის - 90 ლარი.

„A“, „C“, „D“ „BE“, „CE“, „DE“ კა­ტე­გო­რი­ის და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ და „D1E“ ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ველ ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის სა­ფა­სუ­რია 40 ლარი, მე­ო­რე ეტაპ­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბის - 150 ლარი.

სტუ­დენტს შე­ღა­ვა­თი ექ­ნე­ბა AM კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ზე ერთჯე­რა­დად დაშ­ვე­ბი­სას. რამ­დე­ნა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბად პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, სტუ­დენ­ტი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა AM კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის­გან.

18 წლამ­დე ასა­კის პირს B კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა აეკ­რძა­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თი B კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბის მი­სა­ღე­ბად 17 წლის ასა­კის პი­რე­ბის­თვის უქ­მდე­ბა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია