სამცხე-ჯავახეთი
სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს ფოკას ეწვევა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
31 მაისი 2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სახელწოდებით „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაზე კულტურულ მარშრუტებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ახალი მარშრუტები წარადგინეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით: "ჩვენი გეზია ევროპაში შევაღწიოთ ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ ვერ გაგვაჩერებს".მისი თქმით, ამიტომ გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც "ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია".პრეზიდენტის განცხადებით, ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც: "ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.[sknews.ge]