გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნების“ სიძულვილის ენით გამორჩეული წევრი ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 მაისი 2019

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, „ოცნების“ სიძულვილის ენით გამორჩეულმა წევრმა ნანა კოსტავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს გეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს“, - აღნიშნულია ინფრომაციაში.

 

შეგახსენებთ. ნანა კოსტავამ ბლოგერ სალომე ბარკერის ფოტოსურათი მას შემდეგ გააზიარა სიძულვილის შემცველი წარწერით, რაც ბარკერის 16 წლის და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

 

წყარო

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია