"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი, წმინდა ნინოს გზაზე პრეზიდენტის მსვლელობას სოციალური ქსელით ეხმაურება:
"ნეტარხსენებულმა ჩერნომირდინმა რომ თქვა, რა საზოგადოებრივი ორგანიზაციაც არ უნდა შევქმნათ, მაინც სკკპ გამოდისო, ისეა ამ ქალის საქმე: რაც არ უნდა გააკეთოს, ყველა ვარიანტში ან რაღაც სამასხარაო გამოსდის, ან რაღაც მავნებლური, უფრო ხშირად კი ორივე ერთდროულად.
განა უნდა? უბრალოდ იმდენად შეუფერებელია თანამდებობისთვის, რომ შანსი არაა რამე სხვანაირად გამოუვიდეს."- წერს ზურაბიშვილი.