შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ოფისთან დაპირისპირებისას დაშავებულები ამ დრომდე თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩებიან. ექიმი, ბუბა შალამბერიძე ამბობს, რომ მათ საავადმყოფოდან, დღეს, ხუთ ნოემბერს გაწერენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ნოემბერი 2018
"ოთხივე დაშავებულების მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ", – გვითხრა სატელეფონო საუბარში ბუბა შალამბერიძემ. შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თბილისში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შედაგად ოთხი დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის აბრამ აბრაამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამიტომ ახალქალაქის საავადმყოფომ მისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა და თბილისში გადაიყვანა. გვიან ღამით კი საკუთარი სურვილით თბილისში კერძო კატასტროფის ცენტრმა სამი დაშავებულიც გადაიყვანა. ახალქალაქის საავამდყოფოს მენეჯერი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს თბილისში გადაყვანა არ სჭრიდებოდა, რადგან ადგილზე სამივე დაშავებულის სამკურნალოდ ყველა რესურსი გააჩნდათ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია