შიდა ქართლი
ხაშურში ავტობანზე მომუშავე მუშები შუამავალს თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
02 ივნისი 2019
მუშები, რომლებიც ხაშურთან ავტობანის მშენებლობაზე მუშაობენ, კომპანია
"სინო ჰიდროსგან" სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. ამის შესახებ შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს პოლიციის შენობასთან განუცხადეს.
მათი თქმით, 11 კაცის ხელფასი ერთმა ადამიანმა მიითვისა. ეს ადამიანი
შუამავალი გახლავთ, რომელმაც მძღოლები სამშენებლო კომპანიაში სამუშაოდ
მიიყვანა.
,,სამუშაოდ მიგვიყვანა ბელა მუსრაფაევმა. გვქონდა მხოლოდ სიტყვიერი
შეთანხმება, რომ აგვინაზღაურდებოდა თანხა. სამშენებლო კომპანიასთან
ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს.