შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნების რუსული თამაშები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ივნისი 2019

საქართველოს რკინიგზამ 64 მილიონის ღირებულების 800-მდე სარკინიგზო ვაგონი რუსულ კომპანიებს მისცა - ამის დამადასტურებელი ოკუმენტი შაბათის კურიერმა მოიპოვა.

საქართველოს მოქალაქეების საკუთრების ოკუპანტი ქვეყნისთვის მარტივად გადასაცემად რკინიგზის ადმინისტრაციამ მთელი მაქინაციები ჩახლართა.

რკინიგზის შვილობილი კომპანიის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნინო ლომიძე იხსენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სურვილი თავიდანვე იყო, რომ ვაგონები პირდაპირ რუსული ბიზნესის ხელში აღმოჩენილიყო, ამიტომ რკინიგზამ ჯერ ეს ქონება შვილობილი კომპანიის ბალანსზე გადაიტანა. ამით ღია აუქციონის ჩატარების ვალდებულება მოიხსნა და შემდეგ 799 სატვირთო ვაგონი კაბალური ხელშეკრულებით რუსულ ბიზნესს მისცა.

კორუფციული სქემა, რომელიც ხელის გულზე დევს, ნინო ლომიძის მტკიცებით, მოსკოვიდან იმართება.

800-მდე ვაგონის რუსული მხარისთვის გადაცემის შემდეგ, მერკვილაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა, რკინიგზის მართვას არაფორმალურად იწყებს და sms-ით მიწერილ ბრძანებებს არსებული მენეჯმენტი უპირობოდ ასრულებს.

საქართველოს რკინიგზაში მამუკა მერკვილაძის რუსულ კავშირებზე კომენტარს თავს არიდებენ. თუმცა, რუსულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვერ უარყოფენ.

ექსკლუზიური რეპორტაჟის მთავარი რესპოდენტი ამბობს, რომ რკინიგზა აქტიურად მუშაობს მისი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე. ამის მაგალითად კი ეს სატვირთო ვაგონები მოჰყავს, რომლებიც ჯეარ ლოჯისტიკა და ტერმინალებს ეკუთვნის და იმის გამო, რომ ამ საკვანძო სადგურზე დგას, ყოველთვიურად 100 ათასამდე ლარის დავალიანება უგროვდება.

რკინიგზაში ჯერ იმის მტკიცება დაიწყეს, რომ კომპანია მომგებიანია, მალევე კი თავად აღიარეს, რომ ტვირთბრუნვა შემცირებულია და რკინიგზა მოგების მიღებას ჯერ მხოლოდ ცდილობს.

კომპანიაში მიმდინარე პროცესების გაკონტროლების უფლებამოსილება ნინო ლომიძესაც არ მისცეს. საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის დირექტორის მოადგილე გათავისუფლებამდეც შეეცადა, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე ინფორმაცია შესაბამისი სამსახურისთვის მიეწოდებინა. სკანდალური წერილის გაგზავნიდან 2 დღეში კი ნინო ლომიძეს თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა.

წყარო: კურიერი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია