შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად დაძლეულია" -პრემიერის პასუხი ავსტრიის ელჩის კრიტიკაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2019

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა ავსტრიის ელჩის განცხადებას, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოების პრობლემასა და გადაწყვეტილების მიმღები პირების არარსებობას ეხებოდა.

მამუკა ბახტაძე პრობლემების არსებობას აღიარებს, თუმცა, აცხადებს, რომ სწორედ ამ მიზნით განხორციელდა საკადრო ცვლილებები მთავრობაში.

„სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ გაცნობილი ამ განცხადებას, გავეცნობი და გიპასუხებთ.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გვაქვს, პირადად მეც, დიპლომატიურ კორპუსთან საქართველოში იმიტომ, რომ ბევრი უცხოური კომპანია მოღვაწეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათგან მივიღოთ უკუკავშირი და ზოგადად ახლა რაც შეეხება გადაწყვეტილების სისწრაფეს, მე ამის შესახებ საქართველოს პარლამენტშიც მქონდა საუბარი.

ის, რომ ბევრ მიმართულებაში ჩვენ გვაქვს დასახვეწი საკითხი, ეს იყო სწორედ მიზეზი, რის გამოც მოხდა საკადრო გადაადგილებები, ის პრობლემები, რაც არსებობდა დღეს რეალურად არის დაძლეული, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გვაქვს გასაუმჯობესებელი. მათ შორის პროცედურების ნაწილი გვაქვს გასამარტივებელი და აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით არის მსოფლიოში მეექვსე ადგილზე. ეს რა თქმა უნდა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არ არის. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი მაგრამ შედეგი სახეზეა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ელჩის გარდა, საქართველოში ბიზნისი კუთხით არსებული ვითარება იტალიის ელჩმაც გააკრიტიკა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია