შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამუსიკო სკოლების მასწავლებლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 ივნისი 2019
სიღნაღის ადმინისტრაციულ შენობაში დაგვიანებული ხელფასების მიღების მოთხოვნით, სამუსიკო სკოლების პედაგოგები შეიკრიბნენ.



მასწავლებლები მერიისგან იმის განმარტებას მოითხოვდნენ, თუ რატომ დაუგვიანდათ ერთი თვის ანაზღაურება და როდის შეძლებდნენ მის მიღებას. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გოგილაშვილის განმარტებით, ის უკვე ესაუბრა ფინანსთა სამინისტროს შექმნილი პრობლემის შესახებ, თუმცა, მერი ვერ აკონკრეტებს, როდის მოხდება სახელფასო დავალიანების დაფარვა.
,,მოხდა ისე რომ შეფერხება შეგვექმნა ბიუჯეტში, ტრანსფერების ამოღების შედეგად, იყო დღგ გადასახდელი და სხვა პრობლემები შეიქმნა, რის გამოც დაგვიანდა თანხის ჩარიცხვა. ფინანსთა სამინისტროს უკვე შევატყობინეთ, ველოდებით თანხის ნაწილის ჩარიცხვას, ხელფასი არავის არ დაეკარგება, მე იმედს არ ვკარგავ რომ მოხდება დღის ბოლომდე დარიცხვა, თუმცა კონკრეტულ დროს და საათს ვერ გეტყვით“

სამუსიკო სკოლების გარდა, ხელფასი არ მიუღიათ მერიის რამდენიმე სამსახურის თანამშრომლებს. სახელფასო დავალიანება ჯამში 200 ათას ლარს შეადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია