შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობაა"- ავსტრიის ელჩის კრიტიკა საქართველოს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2019

ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ BMG–სთან ინტერვიუში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

"მე ვფიქრობ, საქართველოში თაობათა კონფლიქტია, რადგან აქ არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომლებიც დინოზავრებს ჰგვანან და სულ სხვა ღირებულებები აქვთ, რითიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფერხებენ სწორედ პირველი ჯგუფის წისვლასა და განვითარებას.

პირადად ავსტრიის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალობის არარსებობას.

და ბოლოს, ამ კითხვაზე პასუხსამ მაინც იმით დავასრულებდი , რომ ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში, – განაცხადა ელჩმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია