შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან, მოსახვევში ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ნოემბერი 2018
ავტოსაგზაო შემთხვევა დღე, 4 ნოემბერს, 14:30 საათზე მოხდა. ახალციხე–ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში გადაბრუნდა.შემთხვევის შედეგად, მძღოლი, 36 წლის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო სამსახურის ეკიპაჟმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათი ინფორმაციით, "მამაკაცს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა". მომხდარზე ძიება სსკ–ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია