შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება უკრაინასთან თადარიგს იჭერს“ - კაკაჩია ზელენსკი-ბახტაძის შესაძლო შეხვედრაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2019

საქართველოს ხელისუფლება წინასწარ თადარიგს იჭერს, რომ აცნობოს უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ოფიციალური თბილისის პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით და ასევე მიიღოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს უკრაინული მხარე და რა როლი ექნება სააკაშვილს მომავალ მთავრობაში. ანუ მოხდება ინფორმაციის გაცვლა“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გასაიდუმლოებულ ვიზიტს ბრიუსელში.

„კურიერის“ ინფორმაციით, ბრიუსელში, სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმყოფება, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. სავარაუდოდ ბახტაძის გასაიდუმლოებული სტუმრობა ზელენსკისთან სააკაშვილის საკითხს უკავშირდება.

„შეხვედრაზე, სადაც სავარაუდოდ საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, გვერდს ვერ აუვლიან სააკაშვილის საკითხს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ მოქალაქეობა დაუბრუნა. ეს გასაიდუმლოებული შეხვედრა მიანიშნებს იმაზეც, რომ ერთმანეთთან უფრო გულახდილად ისაუბრონ.

„ეს საკითხები მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან აქვთ გამოცდილება, როცა პოროშენკო იყო უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილი კი ოდესის გუბერნატორი, საქართველომ რამდენჯერმე მიმართა უკარაინის ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ პოროშენკოს ეს საკითხი არც განუხილავს, იმდენად ახლო ურთიერთობა იყო იმ პერიოდში სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის პიროვნულ დონეზე. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კი გარკვეულწილად ჩრდილი მიადგა.

„საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ თადარიგი დაიჭირა, რომ ვიდრე ზელენსკი ახლად არჩეული პრეზიტდენტია, აცნობოს ოფიციალური თბილისის პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით და იმაზე, რომ ამან ერთგვარად გავლენა არ იქონიოს ორმხრივ ურთიერთობებში. ასევე მიიღოს ინფორმაცია, რას ფიქრობს უკრაინის მხარე და რა როლი ექნება სააკაშვილს მომავალ მთავრობაში, ანუ მოხდება ინფორმაციის გაცვლა.

„თუმცა, არ მგონია ზელენსკიმ არ იცოდეს რომ სააკაშვილი ძებნილია საქართველოში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია