რას წერენ უკრაინელები სოციალურ ქსელში, სააკაშვილის კიევში დაბრუნების შემდეგ:
„ამ სიტუაციაში არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მიშა, მთავარი ელექტროსადგურივითაა, მას შეუძლია სითბოს გამოყოფა, კორუფციასთან ბრძოლა და ზოგიერთებისთვის პოლიტიკურ ჩერნობილად ქცევა.“- რომან ციმბალიუკი.
„პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა გამოჩდნენ, ყველა ახალი პრეზიდენტი ასე იწყებს და ბოლოს სააკაშვილი მოდის.“- იგორ კლიცოვი.
„ვკითხულობ ახალ ამბებს და ვიხსენებ როგორ წარადგინა პოროშენკომ ევროპული სტილის პრეზიდენტი რეფორმატორი მიხო, როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ზელენსკის გუნდს გაიმეოროს წრე - მიხო რეფორმატორი, მიხო ოპოზიციონერი, მიხო დეპორტირებული.“- დენის გოროხოვსკი.
„ორჯერ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ეს უფრო მაგარია ვიდრე, სამჯერ ყოფილი გენერალური პროკურორი პისკუნი.“- ოლგა მუსაფიროვა.
„მიშა ბრუნდება, მიშას რომ მოქალაქეობას დაუბრუნებდნენ, ბევრმა როგორც მე ჯერკიდევ გუშინ ვიცოდით, ყველა ბრძანებას ელოდებოდა, მითითება გამოვიდა, განსაკუთრებით მინდა მივულოცო მათ ვინც მას ამცირებდა და თავიდან იშორებდა. დამიჯერეთ ამ ადამიანს პოლიტიკაში ბულტერიერის ჩაჭიდება აქვს , ის ყველას მისწვდება, მითუმეტეს დასვენებულია, გაბრაზებული, ბრძოლისთვის მომზადებული და ჭაობი კიდევ უფრო გამოცოცხლდება.როცა მიშა უკრაინაში გადმოვიდა და ოდესის გუბერნატორი გახდა, დავწერე რომ ჯინი გამოუშვეს ლამპიდან, ახლა გაბრაზებული ჯინი გამოუშვეს ლამპიდან“- ბაჩო ხარჩილავა.