გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" არაფრის გამო არ მოიკლათ თავი. ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2019

მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელით ბოლო დროს გახშირებულ სუიციდთან დაკავშირებით, მრევლს მიმართავს:

"გემუდარებით, არაფრის გამო არ მოიკლათ თავი. ამით მხოლოდ შურს საკუთარ თავზე იძიებთ. გამოსავალი სულ არ არსებობს. ღმერთმა ყველაზე მთავარი გვაჩუქა-სიცოცხლე. გესმით?! ყველაფერზე ძვირფასია სიცოცხლე. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. ამქვეყნიდან ისედაც ყველა გავდივართ. ყველას მოგვიწევს იმ გვირაბის გავლა, რომელიც ამ სამყაროში დაფარულია.

იტირე, იყვირე, იკივლე, იდაყვები დაიგლიჯე, მაგრამ ფანჯარასთან გაბრაზებული ნურასდროს მიხვალ. ნურც ხიდის მოაჯირს გადაეყუდები. ნურც თოკს ჩამოჰკიდებ ხეზე. სირთულე არ არის მუდმივი. ის აუცილებლად გადაივლის, ჩამოგშორდება, თუ შეაშინებ, თუ შეუღრენ. თვითმკვლელობა ყველაზე შემზარავი განაჩენია. თუ თვლი, რომ გაუსაძლის მდგომარეობას გაურბიხარ, უფრო გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდები. ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა. ნუთუ ამ მოკლე ხანში, ვერაფერი უნდა მოვასწროთ, თვითმკვლეობის გარდა?!" - წერს პეტრე კოლხი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია