შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში, 30 ოქტომბერს, დაპირისპირების ფაქტზე ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ნოემბერი 2018
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულებს აღვეთის ღონისძებად 3 000 –3 000–ლარიანი გირაო შეუფარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი და ნინოწმინდის სასპორტო სკოლის დირექტორი ანდრანიკ კარსლიანი ბრალს არ აღიარებენ. ორივე მათგანმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზეც კი არ ყოფილან. ნაწილობრივ აღიარა ბრალი, ენზელ მკოიანის შევილმა კარაპეტ მკოიანმა: „დავარტყი, მაგრამ მათ გამომიწვიეს და ეს იმიტომ გავაკეთე“. ბრალი სრულად აღიარეს ედუარდ მკოიანმა და არარატ ამბარიანმა. ადვოკატი, მარტუნ მკოიანისა და ანდრანიკ კარსლიანისთვის ბრალის შეწყვეტას ითხოვდა, დანარჩენებზე კი აღკვეთის ღინისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, მოსამართლემ მისი პოზიცია არ გაიზიარა. „აუცილბელად გავასაჩივრებთ 48 საათში სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და აღკვეთის ღინსიძიების შეცვლაზე სააპელაციოში ვიდავებთ“, – განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა კახა ასპიანიძემ. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია