შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერია ‘ახალციხელობისთვის’ ემზადება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2019
"ახალციხელობა" 201830 ივნისს, სახალხო დღესასწაული ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა. აქ გასამართი ღონისძიებებისთვის ტენდერი 14 500 ლარზე, სამ ივნისს გამოცხადდა. მის ფარგლებში, პრეტენდენტებმა რაბათის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყონ საკონცერტო სცენის გადახურვა, განათების სისტემის მონტაჟი, მოსაწვევების დამზადება და „დრამ-შოუს“ მოწყობა.გარდა ამისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა იზრუნოს საპატიო მოქალაქეებისათვის მედლებისა და სერთიფიკატების დამზადებაზე.დაწყებულია საპატიო მოქალაქეების კანდიდატურების დასახელების პროცესიც. სასურველი კანდიდატურის დასახელებისთვის ახალციხის მერიაში განცხადების მიღება 25 ივნისს დასრულდება. თვითმმართველობის ინფორმაციით, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, მისი ბიოგრაფიული მონაცემები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც აქვს:- განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;- მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;- მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.- ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.საპატიო მოქალაქის ასარჩევად, კანდიდატურის წამოყენება შეუძლიათ:- საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;- მუნიციპალიტეტის მერს;- საკრებულოს თავმჯდომარეს;- საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;- მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;- ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია