პრეზიდენტის პრესსოიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის გარეჯში ჩასვლა და იქიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები ქვეყნის მთავრობასთან იყო შეთანხმებული, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს.
გია ხუხაშვილის განცხადებით ზურაბიშვილი პასუხისმგებლობის მოხსნას და დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების მთავრობაზე გადაბრალებას ცდილობს.
„ქალბატონი სალომე, ეტყობა ძალიან შეწუხებულია განვითარებული მოვლენებით და ცდილობს, რომ რაღაც ქნას. მათ შორის, პრემიერსაც ხელი შეახოცოს, თუ ეს შესაძლებელია. სალომე ზურაბიშვილმა, საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, როგორც წმინდა პოლიტიკური საკითხი და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების საკითხი გადაიყვანა რელიგიურ ასპექტში. მთავარი ფრაზა ის კი არ იყო, რომ ამაზე ვილაპარაკე და ეს უნდა დაჩქარდეს, მთავარი პრობლემა იყო, რომ მან ილაპარაკა, რომ მე ამ საკითხზე ვესაუბრე მამა ილარიონს, ბერებს ვესაუბრე. ანუ, დელიმიტაციის საკითხებზე ბერებთან იმუშავა სალომე ზურაბიშვილმა და ამას მოჰყვა, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხის აფეთქება. ფაქტობრივად, ეს განცხადება ჩვენთვის არ გაუკეთებია, მან ეს განცხადება გააკეთა "ქართული ოცნებისთვის", რომ მე ნუ მაგინებთ, აგერ პრემიერის ბრალია ყველაფერიო,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.