სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის N26 ოროჯალას უბანზე დილიდან დაძაბული ვითარებაა. აქ კომისიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. უბანზე ორი საჩივარი დაიწერა. ვითარების გასაცნობად ამ წუთებში სოფელში საოლქო კომისიის წევრები მივიდნენ.

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ოქტომბერი 2018
ნინოწმინდაში N26 უბანზე “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი ლია გუჯეჯიანი და კომისიის წევრი აღასინ დალალიანი ერთმანეთს დღის პირველ ნახევარში დაუპირისპირდნენ. კომისიის წევრი ამბობს, რომ მას გუჯეჯიანმა ბეიჯი და პასპორტი გამოართვა და გადააგდო. გუჯეჯიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ მოხმდარზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ უბანზე დაძაბული ვითარებაა და აქ ამომრჩევლები ხმას პირადობის გარეშე აძლევენ. დღის მეორე ნახევარში ოროჯალაში მეორე საჩივარიც დაიწერა. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წამომადგენელი წოვინარ ბაობიანი აცხადებს, რომ ერთი კაცი უბანზე ორჯერ მივიდა, ხელი მოაწერა და ხმაც მისცა. მან საჩივარში სწორედ ეს ფაქტი დააფიქსირა. უბანზე სივიწროვეა, კენჭისყრის პროცედურებისთვის გამოყოფილი ფართი არასაკმარისია. ამის გამო ხმაური იქმნება. ვითარებას კი როგორც საუბნო კომისიის წევრები ამბობენ, უბნის კომისიის თავმჯდომარის ქმარი, რაზმიკ პაპაზიანი ძაბავს. პაპზიანი სოფლის რწმუნებულია, არჩევნებს კი დამკვირვებლის სტატუსით „კავშირი 21–ე საუკუნედან“ აკვირდება. „რაც არ ეკითხება ყველაფერზე ლაპარაკობს, ძაბავს ვითარებას, აგრესიულია ყველას მიმართ“, – აცხადებენ საუბნო კომისიის წევრები. ოროჯალაში დაძაბული ვითარების გამო ნინოწმინდის საოლქო კომისიის წევრები ჩავიდნენ: „ჩვენ გვინდოდა, რომ ვითარებაში გავრკვეულიყავით, აქ მხოლოდ ამისთვის ვართ“, – გვითხრა ნინოწმინდაში საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გია გაჩეჩილაძემ. თვალი ადევნეთ სამცხე–ჯავახეთში არჩევნების მიმდინარეობას
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია