შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" არასდროს იპოვნი სიმშვიდეს, როცა კონფლიქტი გექნება საკუთარ თავთან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2019

"სინამდვილეში არავინ ზრუნავს შენს კარგად ყოფნაზე... ნურც დაელოდები, როდის მოგიწყობენ ცხოვრებას ისე, რომ ბედნიერი იყო... ეს თავის მოტყუებაა... ყველაზე მთავარი მიზანია. მიზანს თუ დაისახავ, მერე უფრო მეტს მოინდომებ... არც ერთი ადამიანი არ გაგიშვებს მასზე წინ... არ იფიქრო, რომ ვინმეს მასზე ძლიერი მოსწონდეს, ან უყვარდეს... მიბაძვით არ იცხოვრო... არც ერთი ადამიანი არ ჰგავს ერთმანეთს... ყველას საკუთარი მისია აქვს... ყველას უწევს საკუთარი გზის გავლა... ერთხელ თუ არ გამოგივიდა, არ ნიშნავს იმას, რომ დამარცხდი... პირიქით, ეტყობა იმ დროს არ იდგა ამის საჭიროება... სხვა დროს იმაზე უკეთესად გამოგივა, ვიდრე შენ გეგმავდი... მოეშვი რას იტყვიან სხვები... სხვებმა საკუთარი თავად იდარდონ... შენ დააღწიე თავი იმ სიმახინჯეებს, რომელიც შენს დამახინჯებასაც ცდილობდა... არ შეგეშინდეს დაადგე იმ გზას, რომელზეც არავის გაუვლია... იქნებ სწორედ იქ აღმოაჩინო ის, რასაც მთელი ცხოვრება ელოდები... გაიცინე აკრძალვებზე... დაშტამპული მასა ხშირად გაგიმეორებს ,,არ შეიძლება"... გახსოვდეს, სწორედ იმის გაკეთება უნდა ყველას, რაზეც სულ გაგაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება... სინამდვილეში, გამბედაობა არ ყოფნით... რაც შენს პირობნულ ზრდას, განვითარებას და ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ყველაფერი შეიძლება... არასდროს იპოვნი სიმშვიდეს, როცა კონფლიქტი გექნება საკუთარ თავთან, სწორედ იმის გამო, რომ უკან დაიხიე... არადა, შეგეძლო ბევრად წინ წასულიყავი!.."

მამა პეტრე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია