სამცხე-ჯავახეთი
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 ივნისი 2019
„მეთვალყურეობის ქვეშ არის, რაიმე გამოხატული ფორმა, რამაც შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას არ არსებობს, ეს დღეები დავაკვირდებით მის მდგომარეობას და მკურნალობას გავაგრძელებთ“, – ამბობენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.ორი წლის ბიჭი მეორე სართულიდან გუშინ, ექვს ივნისს საღამოს გადმოვარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. [sknews.ge]