სამცხე-ჯავახეთი
ასპინძაში ავარიისას დაშავებული კაცი თბილისში გადაიყვანეს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
07 ივნისი 2019
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ ავარიისას დაშავებული თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში ახლობლებმა საკუთარი სურვილით გადაიყვანეს.„ქვედა კიდურებზე დაზიანებები აქვს მიღებული და ორივეზე ესაჭიროება ოპერაცია, ამიტომ ახლობლებმა საკუთარი სურვილით წაიყვანეს“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.ავტოსაგზაო შემთხვევა, გუშინ, 6 ივნისს საღამოს მოხდა. სარო–ხიზაბავრის გზაზე „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. შსს–მ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]