სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს დღეს გამოკითხავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2019
ახლობლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ ინფორმაციას გოგოების შესახებროგორც, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა აცხადებს, მეცხრე კლასელი გოგონები დილით სკოლაში არ მისულან, ისინი სახლში მშობლებთან ერთად არიან და თავს კარგად გრძნობენ.„ბავშვები სახლში წუხელ, ხუთ საათზე დააბრუნეს პოლიციელებმა და დღეს სკოლაში ვერ მოვიდნენ. ჩვენ დილით კიდევ გადავამოწმეთ და მშობლებთან ერთად არიან“, – გვიხსნის სკოლის დირექტორი.ჯულიეტა ჯინჯოლავას თქმით, არასრულწლოვან გოგონებს არ გასაუბრებია და სხვა ინფორმაციას არ ფლობს: „ისინი რომ ჩამოიყვანეს, ჩვენ უკვე სახლში ვიყავით წასულები. არ ვიცი და ვერ გეტყვით, რა იყო მათი დაკარგვის მიზეზი.“„სამხრეთის კარიბჭე“ დილიდან ცდილობს გოგონებთან და მათ მშობლებთან დაკავშირებას, თუმცა ისინი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძიება გრძელდება და დღეს, შვიდ ივნისს დღის განმავლობაში მეცხრეკლასელი გოგონები გამოიკითხებიან.ბორჯომში ორი მეცხრე კლასელი გოგონა გუშინ, ექვს ივნისს დილით დაიკარგა. ისინი ცხრა საათზე გაკვეთილზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს შეატყობინა.მშობლებმა და მასწავლებლებმა არასრულწლოვნების კვალს რომ ვერ მიაგნეს, პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა მეცხრე კლასელებს ზესტაფონში მიაკვლიეს.არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია