სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოზვერი მომპარეს! – ვალეში ფერმერი გაქურდეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2019
შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ვალეში, ე.წ. სასიროების ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივების ფერმები და დამუშავებული მიწის ნაკვეთებია, გელა ნადირაძის ფერმიდან ერთი მოზვერი მოიპარეს.როგორც ნადირაძე ამბობს, შემთხვევა ღამით მოხდა. ფერმას დაცვა არ ჰყავდა. მოპარული მოზვერი კი ცალკე, მიშენებულ ოთახში იყო დაბმული.„დილით ჩემი მწყემსი მივიდა პირველი და დაინახა, რომ მოზვერი აღარ იყო. მერე მეც მივედი და მალევე პოლიცია გამოვიძახეთ. არ ვიცი, რანაირად მოხდა“, – ამბობს ნადირაძე.მალევე მეზობელ, მანველიშვილების ფერმაში მწყემსმა ტომრით უცხო ძვლები ნახა და მეპატრონეს შეატყობინა.„არ ვიცი, ის ძვლები რისია და, საერთოდ, რანაირად აღმოჩნდა ჩემს ფერმაში. არც მე ვიცი და არც ჩემმა მწყემსმა, ვინ მოიტანა ის მეშოკი. თან რამდენიმე ძვალი ჩემს ძაღლებთან ეგდო“, – ამბობს მეზობელი ფერმის მეპატრონე გოჩა მანველიშვილი.გელა ნადირაძემ ნაპოვნ ძვლებთან დაკავშირებით ვერაფერი გვითხრა: “კაცმა არ იცის, ეგ რისი ძვლებია, ნამდვილად ვერ გეტყვით“.მოზვერის მოპარვის ამბავზე ფერმების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მეპატრონეებიც გვესაუბრებიან, თუმცა მათ დეტალები არ იციან.„როცა აღმოაჩინეს, რომ მოიპარეს, მერე მეც მივედი იქ, ხალხი იყო შეკრებილი. ეს მოზვერი ცალკე ჰყავდათ დაბმული, ავად იყო და ნემსებსაც უკეთებდნენ. გელა ამბობდა, ქვევით რაღაც მანქანის კვალი შევამჩნიეო, ნაბუქსავებიაო“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია