შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილს, თუ არ ახსენებთ, პარტიაში გიბარებენ და გსჯიან?- თალაკვაძე ოპოზიციას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2019

ხალხს უნდა უთხრათ რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, - ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის გამოსვლების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილზე ფუნდამენტალურად გაბრაზებულია.

„კიდევ და კიდევ ბედავთ და ლაპარაკობთ აქ ბიძინა ივანიშვილთანდაკავშირებით. ხალხს უნდა უთხრათ, რა არის თქვენი მთავარი ბრაზი და რატომ ხართ ასე გამწარებულები ამ ადამიანთან დაკავშირებით, ერთადერთი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ამ ადამიანმა 2011 წლიდან შექმნა პოლიტიკური პროცესი, პარტია და თქვენ გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არანაირი დაპირისპირების, ზედმეტი ძალის გამოყენების და დესტაბილიზაციის საშუალება არ მოგცათ.

მას შემდეგ თქვენ ხართ ფუნდამენტალურად გაბრაზებულები, ყველა თქვენს გამოსვლაში ახსენებთ - ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილმაბიძინა ივანიშვილს, ეს არის თქვენი მესიჯბოქსი, თუ არ იტყვით ამ სახელს პარტიაში გიბარებენ და გსჯიან ამისთვის. ეს არის რეალობა. სინამდვილეში ერთი რამ უნდა გაიგოთ, რა არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობთ, ადამიანი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც თქვა ამა და ამ ვადებში პრემიერ-მინისტრის პოზიციას დავტოვებ. ის იკავებდა სრულად და ლეგიტიმურად ფორმალურ თანამდებობას და თავისი პირობაც შეასრულა. ამის შემდეგ ის არის პარტიის თავმჯდომარე და ისევე, როგორც ევროპულ ქვეყნებში, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. თქვენ კიდევ ლაპარაკობთ ამაზე, როცა სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მართავს აქ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას. ამაზე კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ გაქვთ და დანახვაც არ გინდათ ამ გარემოების. ლაპარაკობთ საკითხზე, რომელზეც იცით, რომ არანაირი საფუძველი არ გაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია