გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყაზბეგის მერის მოადგილის ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2019

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მერის მოადგილემ თამაზ ალიბეგაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ვეტმფრენში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა.

„შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამი ადამიანი. დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი სასტუმრო „რუმსს“ ეკუთვნოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულები ტურისტები არიან, თუ საქართველოს მოქალაქეები.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა, ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის შესასვლელთან, ყანების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია