გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მომხრე ვარ, საარჩევნო წესით და ზოგადსაკაცობრიო წესით დარღვევებს არ ჰქონდეს ადგილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2019

მთაწმინდის მეთორმეტე უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდა და მხარი დაუჭირა.

კახაძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდელები ელიან ცვლილებებს, შენობების რეაბილიტაციას, ურბანულ განვითარებას.

"უპირველეს ყოვლისა მადლობა მასმედიას. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გულისყურით ეკიდებიან ამ საქმეს. მადლობა პროცესის გაშუქებისა და მაღალი ინფორმირებისთვის. მადლობა ჩემს მხარდამჭერებს და საერთოდ, დედაქალაქის მაცხოვრებლებს.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაუხარდება დღევანდელი დღის სწორი და არგუმენტირებული შედეგი. თბილისის მოსახლეობის მთაწმინდის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განათლება აუცილებლად დაიწყება. განათლება, რასაც მათი ურბანული კუთხით დანახული შენობა ნაგებობების უსაფრთხოებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხები.

ახალი პროექტები, უკვე თვალსაჩინო პროექტები განხორციელდება და ისინი შედეგს მოიტანენ. შედეგს მოიტანენ იმ კუთხით, რომ მოსახლე იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, მერე კომფორტულ გარემოში და მერე იმ ღირსება და იმ ქონება აღდგენილ გარემოში, რომელსაც ენატრის თითოეული მათგანი თავის შთამომავალ-მემკვიდრეებისათვის.

 

თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და მას განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მე მომხრე ვარ, რომ სამართლის დარღვევის გარეშე, ადმინისტრაციული წესით, საარჩევნო წესით და ზოგადსაკაცობრიო წესით დარღვევებს არ ჰქონდეს ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც მე თავიდანვე ავირჩიე - განმარტებითი, მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს"- განაცხადა კახაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია