შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2020 წელს ივანიშვილს ვერავინ დაამარცხებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივნისი 2019

დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 2020 წლისთვის პარტიას ახალი ლიდერშიპი არ ეყოლება და ის ისევ პარტიის ძველი თავმჯდომარითა და შემადგენლობით წარსდგება საზოგადოების  წინაშე. დეპუტატი აცხადებს, რომ საეტაპო ცვლილებების პერიოდი ალბათ 2024 წლის არჩევნებისთვის მოვა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს ივანიშვილს საპარალმენტრო არჩევნებში ვერავინ  დაამარცხებს და გუნდი მისი ლიდერობით კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. მის მიერ დაწყებული საქმეები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლების და სხვა სფეროებში ლოგიკურ დასასრულს ითხოვს. ვფიქრობ, შემდეგი არჩევნები კიდევ ერთი საშუალება იქნება იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავის პარტიასთან ერთად ბევრი დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. 

ძალიან რთულია იმაზე საუბარი, 2024 ან 2028 წლისთვის „ოცნება“ ივანიშვილის გარეშე როგორ იქნება, ან საერთოდ იქნება თუ არა. ეს ყველაფერი ჯერ 2020 წლის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შეიძლება ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან პარტიის თავმჯდომარედ ვინ იქნება არჩეული. ასევე,  ვინ გახდება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის  მეთაური. ახლა ამ ყველაფერზე რაიმე პროგნოზირება ან კატეგორიულად გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია. ეს უფრო მკითხაობას დაემსგავსება“, - აცახდებს ქუცნაშვილი „რეზონანსთან“.

დეპუტატის თქმით, მას ნამდვილად შეუძლია დაადასტუროს და გადაჭრით თქვას, რომ 2020 წლისთვის პარტიის ლიდერშიპში თვისობრივი ცვლილებები არ იქნება. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილს პარტიის და ქართველი საზოგადოების  სრული ნდობა აქვს, ამიტომაც მისი პოლიტიკიდან წასვლა ჯერ არ იგეგმება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია