ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რესურსების მონოპოლიზაციით ძალაუფლების შენარჩუნება (არჩევნების მოგება) ადვილია მანამდე, სანამ შესაძლებელია შენი მოწინააღმდეგის კომპრომეტაცია. ამომრჩეველი, რომელიც მიდრეკილია კონფორმიზმისკენ და რომლის ხმაც გადამწყვეტია, არჩევანის ხელისუფლების სასარგებლოდ გაკეთების გამართლებას ეძებს. დღევანდელი პოლიტიკური ბაზარი იდეალურ გარემოს ქმნის კონფორმიზმის გასაფურჩქნად. ამ მანკიერი წრიდან ერთადერთი გამოსავალია - პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომლის კომპრომეტაცია რთულია..."- წერს ხუხაშვილი.